
iWatch
“ჭკვიანი” საათები მსოფლიოში ამ ბოლო დროს გახდა ძალიან პოპულარული, მხოლოდ პროექტმა Pebble-მა კიკსტარტერზე მოაგროვა 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი. მიმდინარე წელს კი კომპანია Apple გეგმავს გამოუშვას iWatch, რომელიც სავარაუდოდ გამოვა ოქტომბერში. მოწყობილობა არის ერთგვარი ელექტრონული საათი, რომელიც სინქრონიზირდება სმარტფონთან. მის დისპლეიზე შესაძლებელია დაინახოთ შემომავალი ზარების ინფორმაცია და წაიკითხოთ შეტყობინები. სავარაუდოდ iWatch აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საათის დატენვა უსადენო ქსელით 1 მეტრის რადიუსში. iWatch-ის ფასი იქნება დაახლოებით 199 ამერიკული დოლარი.

Egg
მოწყობილობა Egg-ის გამოჩენასთან ერთად შინაური ცხოველები შეწყვეტენ ლარნაკების დამტვრევას, შპალერების დაკაწვრას და ა.შ. მოწყობილობა ვიბრირებს და იქცევს შინაური ცხოველის ყურადაღებას. Egg-ი სავარაუდოდ გამოვა ზაფხულში და ეღირება 30 ამერიკული დოლარი.

ახალი iPad
ყოველწლიურად “ვაშლის” აიპედები რაღაც ახალ სიურპრიზს უმზადებენ მომხმარებელს და არც ეს წელი იქნება გამონაკლისი, წელს გაყიდვაში უნდა ჩაეშვას ახალი – 13 დიუმიანი დიაგონალის მქონე აიპედი. ახალი აიპედის დისპლეის გაფართოვება შეადგენს 2732х2048 პიქსელს. დამატებითი ინფორმაცია არ ხმაურდება.

Acer-ის მონობლოკი
2014 წელს ბაზარზე გამოჩნდება Acer-ის ახალი მონობლოკი Android-ის ოპერაციული სისტემის ბაზაზე. კომპიუტერი აღჭურვილი იქნება 27 დიუმიანი დისპლეით, ხოლო გაფართოვება კი იქნება 2560х1440, ასევე იქნება vidia Tegra 3-ის ოთხბირთვიანი პროცესორით და ფრონტალური კამერით. მონობლოკის ღირებულება იქნება 1100 ამერიკული დოლარი.